როგორ დავზოგოთ ბინის ქირაზე

image

როგორ დავზოგოთ ბინის ქირაზე

დღეისათვის უამრავი ადამიანი ცხოვრობს ქირით. უძრავი ქონების ბაზრის სპეციალისტებმა გამოყვეს რამოდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელთა გათვალისწინებით შესაძლებელია ბინის ქირაზე თანხის დაზოგვა.  

- სახლის ტიპი და მდებარეობა
ეს ძირითადი ფაქტორია, რომელიც ქირაზე მოქმედებს. ყველას მოეხსენება, რომ ქალაქის ცენტრში ბინის ქირაობა ძვირი სიამოვნებაა. ამიტომ, თუ თქვენს გეგმებში შედის ფულის დაზოგვა, ბინა მოძებნეთ ქალაქის გარეუბნებში. 
ასევე გასათვალისწინებელია ბინის ტიპი - მაგალითად ე.წ. ხრუშჩოვის პროექტის ბინა უფრო იაფი იქნება, ვიდრე ახალაშენებულ კორპუსში. არ გამოგრჩეთ მხედველობიდან სართულიც. ამ ყველაფრის გათვალისწინებასთან ერთად, საჭიროა ზუსტად იცოდეთ თქვენი მატერიალური შესაძლებლობები და აქედან გამომდინარე შეარჩიოთ შესაფერისი ვარიანტი. 

- ბინები ავეჯის გარეშე
ამ შემთხვევაში საკმაოდ ბევრის დაზოგვა შეგიძლიათ. ასეთი ბინის ქირის საფასური, ჩვეულებრივთან შედარებით ორჯერ ნაკლებიც კი შეიძლება იყოს. დაზოგილი თანხით შეგიძლიათ შეიძინოთ საკუთარი ავეჯი, საჭიროებისა და გემოვნების შესაბამისად. 

- ბინის ქირაობა შუამავლების გარეშე
გაინტერესებთ ალბათ ეს მომგებიანია თუ პირიქით. თუ ფულის დაზოგვა გინდათ, რა თქმა უნდა მომგებიანი ვარიანტია, რადგან უძრავი ქონების სააგენტოს მომსახურება უფასო ნამდვილად არ იქნება. 

- ბარტერით ქირაობა
ბევრი ქირაობს ისეთ ბინას, რომელშიც მარტოხელა ადამიანი ან მოხუცი ცხოვრობს და რამოდენიმე ოთახიანი ბინის ერთ ოთახს აქირავებს. ქირა საკმაოდ დაბალი შეიძლება იყოს, რადგან ასეთ ადამიანებს დახმარება სჭირდებათ მაგალითად მაღაზიიდან პროდუქტის მოტანაში, წამლების შეძენაში და ა.შ. თქვენ ამაში ეხმარებით, ისინი დაბალ თანხას გიწესებენ ბინის ქირად. 

- ასევე შესაძლებელია ქალაქგარეთ ბინის ქირაობა, ამ შემთხვევაში ფასი სამჯერ და შეიძლება მეტჯერ ნაკლები იყოს, ვიდრე ქალაქში. 
როგორც ხედავთ, ბინის ქირაობის უამრავი პირობა არსებობს, მთავარია თქვენი შესაძლებლობები და მოთხოვნები იცოდეთ ზუსტად და შეარჩიოთ შესაბამისი ვარიანტი.   

მომწოდებელი:

დატოვე კომენტარი