თაიმ მენეჯმენტში დაშვებული 5 ძირითადი შეცდომა, რომლებიც ხელს უშლიან საქმის მოსწრებას

image

ჩვენ ვადგენთ შესასრულებელი საკითხების სიას და მიუხედავად ყველაფრისა, ვცდილობთ დავიცვათ მასში გაწერილი თანმიმდევრობა. მაგრამ რამდენიც არ უნდა ვეცადოთ, ყოველთვის გამოჩნდება ახალი და გადაუდებელი საკითხები. სია იზრდება, ჩვენ კი მუდმივად გვაქვს განცდა, რომ დრო უსწრაფესად გარბის და ხელიდან გვისხლტება. 
წარმოგიდგენთ 5 ძირითად შეცდომას, რომლებსაც თაიმ-მენეჯმენტში ყველაზე ხშირად უშვებენ, რაც აუცილებელი საქმის შესრულებას უშლის ხელს:

1. არ ვაყენებთ საკითხებს პრიორიტეტულად;
2. ზედმეტად ვაფასებთ საკუთარ შესაძლებლობებს;
3. ყურადღება გადაგვაქვს;
4. ვფიქრობთ, რომ გახარჯული დროის გაკონტროლება და გაანგარიშება — ზედმეტი საქმეა;
5. გვჯერა მულტისაქმიანობის.

თუ ამ შეცდომებს უშვებთ, დროა მათ გამოსწორებაზე იფიქროთ და თქვენი დრო ეფექტურ მართვასა და ხარჯვას დაუქვემდებაროთ.
ყოველთვის გაიმეორეთ თქვენთვის, როგორც მანტრა: «ახლავე შევასრულებ ამ დავალებას», — და თქვენ არ გადახტებით ერთი საკითხიდან მეორეზე, დროის გაკონტროლებას შეძლებთ და თქვენი ნაშრომიც შედეგიანი იქნება. 

მომწოდებელი:

დატოვე კომენტარი