სად და რამდენი პირუტყვი გადის საქართველოდან ექსპორტზე?

image

საქსტატის მიერ bm.ge-სთვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2018 წელს ქვეყნიდან ექსპორტის სახით 29,5 მილიონი დოლარის ღირებულების ცოცხალი პირუტყვი გავიდა, რაც 2017 წლის მაჩვენებლზე 18პროცენტი-ით ნაკლებია.

შემცირებულია სულადობაში გამოხატულ მაჩვენებელიც - გასულ წელს ქვეყნიდან 126 ათას 858 სული მსხვილფეხა საქონელი გაიყვანეს, 2017-ში კი, ეს მაჩვენებელი 133 ათას 269 სული იყო. ბოლო წლებში, საქართველოდან საქონელი 3 ქვეყანაში -აზერბაიჯანში, ერაყსა და ირანში გადიოდა. 

2017 წელს ექსპორტის 72პროცენტი ერაყზე მოდიოდა, შემდეგი კი, აზერბაიჯანი იყო; მცირე ღირებულების - სულ 69 ათასი დოლარის პირუტყვი გავიდა ირანში. გასულ წელს კი, სურათი მკვეთრად შეცვლილია -  ერაყში ექსპორტი თითქმის განახევრებულია, აზერბაიჯანში კი, პირიქით 50პროცენტი-ითაა გაზრდილი. რაც შეეხება ირანს, გასულ წელს ამ ქვეყანაში ცოცხალი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი საერთოდ აღარ გასულა. 

რატომ შეწყდა ირანში ექსპორტი? - ამ კითხვით bm.ge-მ სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიმართა, საიდანაც გვიპასუხეს, რომ რაიმე აკრძალვა ან კარანტინი უწყებაში არ ფიქსირდება და მიზეზი, მხოლოდ ბიზნესის მხირდან აქტიურობის შეჩერებაა.

აღსანიშნავია, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წლის 1 იანვრიდან 140 კილოგრამამდე წონის მსხვილფეხა საქონლის ექსპორტი აიკრძალა.
ავტორი: თამუნა დემეტრაშვილი


მომწოდებელი: www.bm.ge

დატოვე კომენტარი