როგორ ითვლიან ინფლაციას - საქსტატის განმარტება

image

საქსტატმა დღეს ინფლაციის სტატისტიკის შედგენის შესახებ მომზადებული განმარტებითი ვიდეო გამოაქვეყნა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის განმარტებით, ქვეყანაში სამომხმარებლო ფასების ინდექსის, გამოანგარიშების მიზნით, ყოველთვიურად ქვეყნის მასშტაბით, 1800-მდე სავაჭრო ობიექტში 300 დასახელების პროდუქტის ფასების შესწავლა ხდება. 

სამომხმარებლო კალათა შედგება 12 ძირითადი სასაქონლო ჯგუფისგან, მასში ყველაზე დიდი 30პროცენტი-იანი წილი სურსათზე მოდის. ტრანსპორტის წილი 12.6პროცენტი-ია, ჯანდაცვა 8.6პროცენტი; კავშირგაბმულობა 3.9პროცენტი; დასვენება და გართობა 5.8პროცენტი; საცხოვრებლის შენახვის (კომუნალური და სხვა ხარჯების წილი) 8.5პროცენტი-ია. 

მომწოდებელი: www.bm.ge

დატოვე კომენტარი