„MILAHA საქართველოს სატრანზიტო ფუნქციას რეკლამირებას გაუწევს“

image

„მილაჰამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ თავისი საქმიანობა გაფართოვოს და მათ შორის, შავ ზღვაშიც შემოვიდეს. თავიდან ეს იქნება ორი -დაახლოებით 2000 საკონტეინერო მოცულობის გემი: 1700 ჩვეულებრივი და 300 მაცივარი კონტეინერი“ - ამის შესახებ კატარში საქართველოს ელჩმა ნიკოლოზ რევაზიშვილმა ელენე კვანჭილაშვილის საავტორო გადაცემაში - „ანალიტიკა“ - განაცხადა. 

ელჩის თქმით, მილაჰას განსაკუთრებული მნიშვნელობა იმითაც ენიჭება, რომ დაახლოებით 50 წელია სპარსეთის ყურეში და აზიისა და ოკეანიის ქვეყნებში ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ გადამზიდველებს ემსახურება.„ფაქტიურად Milaha იქნება კომპანია, რომელიც თავის მომხმარებლებისთვის საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის რეკლამირებას გასწევს“ - უთხრა ნიკოლოზ რევაზიშვილმა „ანალიტიკა“-ს. 

2018 წლის 10 თვის განმავლობაში ფოთის პორტმა 5 მილიონ 100 ათასი ტონა ტვირთი გაატარა, რაც 2017 წელთან შედარებით 8პროცენტი-ით ნაკლებია. ტვირთის წონის შემცირების მიუხედავად, გაზრდილია საკონტეინერო გადაზიდვების მოცულობა. 2018 წლის 10 თვეში პორტმა 296 ათასზე მეტი TEU ერთეული კონტეინერი გაატარა, რაც წინა წელთან შედარებით 14პროცენტი-ით მეტია.APM -ის მიერ გამოქვეყნებული 2017 წლის ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, პორტმა გასულ წელს 139 მილიონი ლარი გამოიმუშავა, რაც 2016 წელთან შედარებით თითქმის 19პროცენტი-ით არის გაზრდილი. 

ფოთის საზღვაო ნავსადგურის გენერალური დირექტორი კლაუს ჰოლმ ლაურსენი ამბობს, რომ მოუთმენლად ელის ფოთის საზღვაო ნავსადგურში ხაზ "მილაჰას" შემოსვლას, როგორც მომსახურების ჯაჭვის ახალ, მნიშვნელოვან კომპონენტს ტვირთმფლობელთათვის არა მხოლოდ საქართველოს, არამედ, სრულიად კავკასიის მასშტაბით. თავის მხრივ, Milaha-ს პრეზიდენტი ადულრაჰმან ესსა ალ-მანნი ამბობს, რომ საქმიანობის შავ ზღვაში დაწყებით კომპანია მნიშვნელოვან რეგიონალურ ბაზარს მოემსახურება. 

კატარში საქართველოს ელჩი ნიკოლოზ რევაზიშვილი დარწმუნებულია, რომ Milaha-ს შემდეგ, საქართველოს სატრანზიტო ფუნქციით სხვა მსხვილი კომპანიებიც აქტიურად დაინტერესდებიან. 

ავტორი: ელენე კვანჭილაშვილი

მომწოდებელი: www.bm.ge

დატოვე კომენტარი