ინოვაციური პროექტი „ლენდმარკ ბაკურიანი“ - ისრიალე სახურავზე 4-ვე სეზონი

image

2020 წლიდან ბაკურიანში ჩასულ სტუმრებს შეეძლებათ, ნებისმიერ სეზონზე ექსტრემალები გახდნენ. 

„დუქს დეველოპმენტის“ ინოვაციური პროექტი - „ლენდმარკ ბაკურიანი“ სასტუმროს ტიპის აპარტამენტების კომპლექსია, რომლის სახურავზეც პროექტის არქიტექტორებმა სასრიალო ტრასა განათავსეს, ტრასის ზედაპირი კი, სპეციალური საფარით დაფარეს, რაც მოსრიალეებს წელიწადის ნებისმიერ დროს სრიალის საშუალებას მისცემს. 

როგორც bm.ge-ის კომპანიიდან აცნობეს, „ლენდმარკ ბაკურიანის“ პროექტზე „დუქს დეველოპმენტთან“ ერთად გერმანული კომპანია Hueck იმუშავებს; სწორედ Hueck-ის მიერაა შესრულებული კოპენჰაგენში დანიელი არქიტექტორის მიერ შექმნილი მსგავსი კონცეფციის შენობა. 

„პროექტის უნიკალურობაზე საუბრისას უნდა აღინიშნოს სასრიალო სავარჯიშო დარბაზიც, რაც გულისხმობს 5-მეტრიან მუდმივ მოძრავ სასრიალო ბილიკების განთავსებას კომპლექსის დახურულ გასართობ სივრცეში. სასრიალო „ტრენაჟორების“ ნოუ ჰაუ ავსტრიულ კომპანია Skiworld Pro-ს ეკუთვნის“, - აცხადებენ კომპანიაში. 

ლენდმარკ ბაკურიანის მშენებლობა 2018 წლის გაზაფხულზე დაიწყო და საერთაშორისო ბრენდები პროექტის განხორციელებაში ეტაპობრივად ერთვებიან. 

როგორც „დუქს დეველოპმენტის“ გენერალური დირექტორი ირაკლი ლომიძე აცხადებს, მსგავსი ინოვაციური პორექტის განხორციელება არამარტო კომპანიის, არამედ მთელი საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტების სავიზიტო ბარათად შეიძლება იქცეს. 

ცნობისთვის: აზერბაიჯანული კომპანია ORI GROUP-ი საქართველოში 5 წელია ოპერირებს შვილობილი კომპანიებით - DUX Development და HUECK Georgia. 

DUX Development-ი პროექტებს სამშენებლო მიმართულებით ახორციელებს, ხოლო HUECK Georgia გერმანული ალუმინის მწარმოებელი კომპანიის პარტნიორია ამიერკავკასიაში; მათი შესრულებული პროექტების სიას საქართველოში მიეკუთვნება - „მერსედეს ბენცის ცენტრი“, „პანორამა თბილისი“, „ჰაუსარტ პლაზა“ და სხვა პროექტები.

მომწოდებელი: www.bm.ge

დატოვე კომენტარი