"საქართველოს ერთ-ერთი ფინანსური ინსტიტუტი კიბერთავდასხმის მსხვერპლი აღმოჩნდა"

image

საქართველოს ერთ-ერთი ფინანსური ინსტიტუტი კიბერთავდასხმის მსხვერპლი აღმოჩნდა-,ამის შესახებ კიბერუსაფრთხოების ექსპერტი ანდრო გოცირიძე აცხადებს. მისი თქმით, ამ კიბერთავდასხმის დროს ე.წ “ფიშინგ” წერილები ერთ-ერთი ფინანსური ინსტიტუტის ქსელში გავრცელდა, რამაც კომპანიას ათასობით უცხოური ვალუტის ზარალი მოუტანა. 

“ფიშინგი” არის კიბერთაღლითობის გავრცელებული ფორმა, რომლის მიზანია, მსხვერპლს მოტყუების გზით მოჰპაროს სენსიტიური ინფორმაცია. შეტევის დროს გამოიყენება ელექტრონული ფოსტა, რომელიც იგზავნება კიბერ-კრიმინალების მიერ. 

“ხშირად ბიზნესები ერიდებიან, სხვას გაუზიარონ, რომ მათზე კიბერთავდასხმა განხორციელდა, რადგან დადგენილია, რომ “ფიშინგის” გაცხადების შემთხვევაში კლიენტების 10-15პროცენტი ტოვებს ბიზნესს და ნაკლებად რესპექტაბელურად თვლის. ეს უფრო მეტად სტერეოტიპია, მაგრამ ბიზნესი ხშირად არის დამოკიდებული ამ ტიპის განწყობებზე. მითუმეტეს, როდესაც საბანკო სექტორს ეხება ეს ყველაფერი და ჩვენ გვქონდა ამის სამწუხარო მაგალითები, საქართველოშიც იყო ამის ინციდენტი. ერთ-ერთი კონტაქტორის ელ-ფოსტა იქნა გატეხილი, საკმაოდ მსხვილი ორგანიზაციის, საიდანაც გავრცელდა “ფიშინგ” წერილები ერთ-ერთი ფინანსური ინსტიტუტის ბიზნეს ქსელში, რამაც გამოიწვია ასეულ-ათასობით უცხოური ვალუტის ზარალი. ეს არის მიზანმიმართული “ფიშინგი”“-აცხადებს კიბერუსაფრთხოების ექსპერტი ანდრო გოცირიძე.
ავტორი: ანუკა ჯოხაძე

მომწოდებელი: www.bm.ge

დატოვე კომენტარი