ამ სტატიაში ჩვენ წარმოგიდგენთ ხუთ ყველაზე მნიშვნელოვან სადაზღვეო პოლისს.

image

თქვენი უმნიშვნელოვანესი აქტივების დაცვა - მნიშვნელოვანი ნაბიჯია სანდო პირადი ფინანსური გეგმის შექმნაში. სწორი სადაზღვევო პოლისები დაგეხმარებიან დაიცვათ თქვენი შემოსავალი და ქონება. ამ სტატიაში ჩვენ წარმოგიდგენთ ხუთ ყველაზე აუცილებელ პოლისს. 

გრძელვადიანი ინვალიდობის დაზღვევა

გრძელვადიანი ინვალიდობის პერსპექტივა იმდენად საშიშია, რომ ბევრი ადამიანი ირჩევს მის იგნორირებას. თუმცა ჩვენ ყველას გვაქვს იმედი, რომ „მე არაფერი დამემართება“, იმედზე დაყრდნობა მომავალი შემოსავლის დასაცავად, კარგი იდეა არ არის. ამის მაგივრად აირჩიეთ ინვალიდობის პოლისი, რომელიც უზრუნველყოფს თქვენთვის ჩვეულ ცხოვრების სტილს იმ შემთხვევაშიც კი, თუ დაკარგავთ შრომისუნარიანობას.

სიცოცხლის დაზღვევა

სიცოცხლის დაზღვევა იცავს ადამიანებს, რომლებიც არიან თქვენზე ფინანსურად დამოკიდებული. თუ თქვენს მშობლებს, მეუღლეს, შვილებს ან სხვა ახლობლებს გაუჩნდებათ ფინანსურ სირთულეები თქვენი სიკვდილის შემთხვევაში, მაშინ სიცოცხლის დაზღვევა უნდა იყოს პრიორიტეტული თქვენთვის აუცილებელი სადაზღვევო პოლისების ჩამონათვალში. დაფიქრდით იმაზე, რამდენი შემოსავალი გაქვთ ყოველ წელს (და იმ წლების რაოდენობაზე, რამდენსაც აპირებთ მუშაობას), და შეიძინეთ პოლისი, რომელიც ჩაანაცვლებს თქვენს შემოსავალს თქვენი უდროო გარდაცვალების შემთხვევაში. გაითვალისწინეთ დაკრძალვის ღირებულებაც, იმიტომ რომ მოულოდნელი ხარჯები ბევრ ოჯახს ტვირთად აწვება.

ჯანმრთელობის დაზღვევა

სამედიცინო დახმარების საფასურის ზრდა წარმოადგენს საკმარის მიზეზს სამედიცინო დაზღვევისთვის. ოჯახის ექიმთან უბრალო ვიზიტმაც კი შეიძლება გამოიწვიოს მნიშვნელოვანი ხარჯები. უფრო სერიოზულმა ტრავმებმა, რომლებიც საჭიროებენ საავდმყოფოში მკურნალობას, შეიძლება თავისი ღირებულებით გადააჭარბონ პრესტიჟულ კურორტზე დასვენებას. ქირურგიული ჩარევის საფასური კი სწრაფად იქცევა ხუთნიშნა რიცხვად. თუმცა სამედიცინო დაზღვევის ღირებულება ყველასთვის ფინანსურ პრობლემას წარმოადგეს, მის გარეშე პოტენციური ხარჯები გაცილებით მეტია.

სახლის მფლობელის დაზღვევა

თქვენი სახლის ჩანაცვლება ძვირადღირებულ წინადადებას წარმოადგენს. სწორი დაზღვევის არსებობამ შეიძლება ეს პროცესი უფრო მარტივი გახადოს. პოლისის შეძენისას იპოვეთ ის, რომელიც დაფარავს სტრუქტურისა და შემცველობის ხარჯებს, გარდა სხვაგან ცხოვრების დამატებითი ღირებულებისა, ვიდრე თქვენს სახლში რემონტია.

გაითვალისწინეთ, რომ აღდგენის საფასური არ უნდა აუცილებლად მოიცავდეს მიწის ღირებულებას, ვინაიდან თქვენ უკვე ფლობთ მას. თქვენი სახლის ასაკისა და კეთილმოწყობის მიხედვით, მისი ჩანაცვლების საფასური შეიძლება იყოს იმ თანხაზე, რომელიც გაქვთ მასში გადახდილი, მეტი ან ნაკლები. ზუსტი შეფასების მისაღებად, გაიგეთ, რამდენს უხდიან ადგილობრივ მშენებლებს ერთი კვადრატული ფუტისთვის, და გაამრავლეთ ის თქვენი სახლის ფართობზე. არ დაგავიწყდეთ განახლებისა და სპეციალური ფუნქციების ღირებულების დამატება. ამის გარდა, დარწმუნდით, რომ პოლისი ფარავს ყველა ტრავმის ხარჯს, რომელიც შეიძლება მოხდეს თქვენი ქონების ტერიტორიაზე.

საავტომობილო დაზღვევ

საავტომობილო დაზღვევის ზოგიერთი დონე ბევრ ადგილას კანონითაა სავალდებულო. იმ შემთხვევაშიც კი, თუ არ გევალებათ მისი ფლობა და მართავთ ძველ მანქანას, რომელიც ჩამოწერილია წლების წინ, საავტომობილო დაზღვევა არ უნდა გამოტოვოთ. თუ თქვენ უბედურ შემთხვევაში მოხვდებით, შეიძლება სასამართლო სარჩელის გამო დაკარგოთ ყველაფერი, რაც გაგაჩნიათ. უბედური შემთხვევები ხდება სწრაფად და ხშირად ტრაგიკულია. საავტომობილო დაზღვევის გარეშე ან მისი აუცილებელი მინიმალური დონის შემთხვევაში, თქვენ ზოგავთ თანხის მხოლოდ მცირე ნაწილს, და საფრთხის ქვეშ აყენებთ დანარჩენს.

*დამატებითი რჩევა ბიზნესის მფლობელებისთვის: გარდა ზემოჩამოთვლილი პოლისების, ბიზნესის მფლობელებს სჭირდებათ ბიზნესის დაზღვევა. ბიზნესში ვალდებულების დაფარვა, რომელიც ეფუძნება სასამართლო დავებს, შეიძლება განსხვავებად იქცეს ხანგრძლივ წარმატებულ საქმიანობასა და გაკოტრებას შორის.

შეიძინეთ ყურადღებით

სადაზღვევო პოლისები წარმოდგენილია განსხვავებულ ფორმებში და აქვთ მრავალი ფუნქცია და ფასი. შეძენისას, ყურადღებით გაეცანით პოლისს და გაესაუბრეთ აგენტს, რათა დარწმუნდეთ, რომ გესმით დაფარვა და ღირებულება. დარწმუნდით, რომ თქვენს მიერ არჩეული პოლისი შეესაბამება თქვენს მოთხოვნებს, და არ მოაწეროთ ხელი, ვიდრე არ იგრძნობთ, რომ კმაყოფილი ხართ შენაძენით.

 

მომწოდებელი:

დატოვე კომენტარი