რა ღირს სიგარეტი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში?

image

Health 24-ის მიხედვით, დედამიწაზე სიგარეტს 1.1 მილიარდი ადამიანი ეწევა. დღეში 15 მილიარდი ღერი სიგარეტი იყიდება, წუთში კი - 10 მილიონი.

1 ღერში 4000 სხვადასხვა სახის ტოქსიკური ნივთიერებაა აღმოჩენილი. მსოფლიოს მასშტაბით, მაღალშემოსავლიან ქვეყნებში ქალბატონების 50პროცენტი აქტიური მწეველია. მათი რაოდენობა 85 მილიონს აღწევს, საშუალოშემოსავლიან ქვეყნებში კი, მწეველების რაოდენობა 765 მილიონია.

რაც შეეხება თამბაქოს ფასს, 1 შეკვრა Marlboro ყველაზე ძვირი ავსტრალიაში ღირს და მისი ფასი $20.37 შეადგენს. შემდეგ მოდის ახალი ზელანდია, $18.54-ით, ირლანდია $13.68-ით, ნორვეგია $13.54-ით, ხუთეულს კი დიდი ბრიტანეთი კრავს, $12.95-ით.

საქართველოში Numbeo-ს მონაცემებით, 1 შეკვრა Marlboro $1.8 ღირს, სომხეთში - $1.23, აზერბაიჯანში - $2.35, თურქეთში - $2.5, რუსეთში კი $2.13,

ევროპის კონტინენტზე ხუთეული ასე ნაწილდება:

1) ირლანდია - $13.68
2) ნორვეგია - $13.54
3) დიდი ბრიტანეთი - $12.95
4) ისლანდია - $10.9
5) საფრანგეთი - $9.12

ავტორი: ლევან თაღიაშვილი

მომწოდებელი: www.bm.ge

დატოვე კომენტარი