"პეის ჯორჯია" წელს 600 000 ტონა კარბამიდის გადაზიდვას გეგმავს

image

"პეის ჯორჯიას" 2019 წლის გეგმებზე კომპანიის დამფუძნებელმა ირაკლი კერვალიშვილიმა გადაცემა "საქმიან დილაში" ისაუბრა. 

მისი თქმით, გასულ წელს ტერმინალმა 100 000 ტონა კარბამიდის გადაზიდვა შეძლო. როგორც კერვალიშვილი აცხადებს, "პეის ჯორჯია" პირველი იყო, რომელმაც ხორბლის ქვეყნიდან გატანა შეძლო. 

კერვალიშვილი აუცილებელია ინფრასტრუქტურის განვითარება, რათაც პარტნიორებს მზა ინფრასტრუქტურით დახვდენენ. 

"2013 წელს საქართველოში, ხორბლის გამტანი ერთადერთი ტერმინალი გავაკეთეთ. ხორბლის შემოტანა საქართველოში ისტორიულად ადვილი იყო, მაგრამ გატანა - პრობლემა. სულ იყო მოთხოვნა და კითხვები. ჩვენ 2013 წელს გავაკეთეთ ასეთი ინფრასტრუქტურა, მაგრამ მხოლოდ შარშან დავიწყეთ ხორბლის გატანა. ეს რთული პროცესია. შენ თუ არ დაახვედრე მზა პროდუქცია, ვერ მოელაპარაკები ტვირთმფლობელებს, რომ გაიტანო. ამ შემთხვევაში, როცა ვლაპარაკობთ PACE ტერმინალზე, ჩვენ ამ ტერმინალს უკვე ვამუშავებთ. ამ ტერმინალიდან გაგვაქვს ხორბალი, გავიტანეთ "შაჰდენიზის" მილები. შარშან ჩვენ გადავზიდეთ 100 000 ტონა კარბამიდი, წელს 600 000 ტონას გადავზიდავთ", - განაცხადა "პეის ჯორჯიას" დამფუძნებელი ირაკლი კერვალიშვილი.

შეგახსენებთ, რომ კომპანია, რომელიც ფოთის პორტში APM-Terminal-ის კუთვნილ 8 ნავმისადგომს უწევს ოპერირებას, ფოთის პორტში ახალი ტერმინალის მშენებლობას იწყებს. მთლიანად ტერმინალის პროექტის ღირებულება 120 მილიონი აშშ დოლარია, პირველი ფაზისთვის კი, 99 მლნ დაიხარჯება. აქედან 50 მლნ OPIC-ის დაფინანსება იქნება. 
ავტორი: ანუკა ჯოხაძე

მომწოდებელი: www.bm.ge

დატოვე კომენტარი