მსოფლიოს ხუთი უმსხვილესი სატელეკომუნიკაციო კომპანია

image

 მსოფლიოს ხუთი უმსხვილესი სატელეკომუნიკაციო კომპანია

მსოფლიოს ხუთ უმსხვილეს სატელეკომუნიკაციო კომპანიას 50 მილიარდ დოლარზე მეტი საბაზრო ღირებულება აქვს. მოსალოდნელია, რომ მსოფლიოს სატელეფონო და უსადენო კავშირების მუდმივად მზარდი მოთხოვნების მომსახურებით, სატელეკომუნიკაციო დარგი განაგრძობს გაფართოებას გლობალურ დონეზე. უფრო მეტი ადამიანი განვითარებად ბაზრებზე აწერს ხელს სატელეფონო და ინტერნეტ-ხელშეკრულებებს, ხოლო ახალი სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიები განვითარებულ ქვეყნებში აფართოვებენ პროვაიდერების უკვე არსებულ მომხმარებელთა ბაზებს. თუმცა რამდენიმე ატრიბუტი შეიძლება განასხვავებდეს მსოფლიოში წამყვან სატელეკომუნიკაციო კომპანიებს, საბაზრო ღირებულება წარმოადგენს განმსაზღვრელ ფაქტორს, რომლის მიხედვით იქმნება ათი უმსხვილესი სატელეკომუნიკაციო კომპანიის სია.

1)   China Mobile Ltd. ჩინური კომპანია China Mobile Ltd წარმოადგენს სატელეკომუნიკაციო მომსახურების წამყვან პროვაიდერს აბონენტების რიცხვის - 849 მილიონი მომხმარებლის - მიხედვით. ეს არის მსოფლიოს უმსხვილესი სატელეკომუნიკაციო კომპანია. 2017 წლის აპრილისთვის მისი საბაზრო ღირებულება შეადგენს 215,2მლრდ აშშ დოლარს, ხოლო 2016 წლის იანვრიდან დეკემბრამდე მისი სამომხმარებლო ბაზა გაიზარდა 2,5%-ით.

2)   Verizon Communications Inc. Verizon Communications, Inc. არის აშშ-ის უმსხვილესი სატელეკომუნიკაციო კომპანია. მისი საბაზრო ღირებულება შეადგენს 191,72 მლრდ აშშ დოლარს 2017 წლის აპრილის მდგომარეობით, მისი გაყიდვები კი შეადგენს 131,8 მლრდ აშშ დოლარს (forbes-ის თანახმად). დაარსებული ნიუ-იორკში 2000 წელს, Verizon შეიქმნა Bell Atlantic Corp და GTE Corp გაერთიანების შედეგად. 2015 წელს Verizon-მა დაასრულა AOL-ის შეძენა. გაყიდვა მოხდა მას შემდეგ, რაც Verizon-მა 2014 წელს შეიძინა Vodafone-ის 45%-იანი წილი Verizon-ის აქციებში. Verizon ამჟამად მუშაობს 150 ქვეყანაში.

3)   AT&T Inc. AT&T Inc არის  შეერთებული შტატების მეორე უმსხვილესი სატელეკომუნიკაციო კომპანია საბაზრო ღირებულებით 245,58 მლრდ აშშ დოლარი. AT&T სთავაზობს ხმოვან მომსახურებას ორასზე მეტ ქვეყანაში და ემსახურება 34 000 Wi-Fi წვდომის წერტილს. ვებ-საიტის თანახმად, AT&T მოიცავს 355 მილიონზე მეტ ადამიანს. მან გააფართოვა თავისი AT&T GigaPower - ულტრა-სწრაფი ინტერნეტი შეერთებული შტატების 56 მეგაპოლისამდე და გეგმავს შემდგომ გაფართოვებას. 2006 წელს AT&T-მა შეიძინა BellSouth. 2014 წლის მაისში მან შეიძინა DirecTV 48,5 მილიარდ დოლარად, რამაც კომპანიას საშუალება მისცა მომხმარებლებისთვის შეეთავაზებინა მეტი მომსახურება ერთ პაკეტში.

4)      Vodafone Group plc.  Vodafone Group plc-ის შტაბ-ბინა მდებარეობს დიდ ბრიტანეთში და კომპანია ემსახურება თითქმის 444 მილიონ მობილურ მომხმარებელს. Vodafone-ის საბაზრო ღირებულება შეადგენს 68,41 მილიარდ დოლარს 2016 წლის აპრილის მდგომარეობით. 2012-დან 2014 წლამდე Vodafone-მა შეიძინა სამი კომპანია Cable & Wireless Worldwide, Kabel Deutschland და Ono. კომპანიის Standard & Poors გრძელვადიანი საკრედიტო რეიტინგი არის A-. გაყიდვების მობილური პაკეტი შეადგენს 42%-ს Vodafone-ის ჯგუფის მომსახურების შემოსავლებიდან, ხოლო გაყიდვების 27% მოდის პაკეტის გარეშე მობილურ გაყიდვებე. Vodafone ყველაზე ძვირადღირებული ბრენდია გაერთიანებულ სამეფოში და მართავს მობილურ ოპერატორებს 26 ქვეყანაში.

5)   Nippon Telegraph & Telephone Corporation. დაარსებული იაპონიაში, სადაც სწრაფი ინტერნეტ-კავშირები უხვადაა, Nippon Telegraph & Telephone Corporation-ის საბაზრო ღირებულება 86,13 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს 2017 წლის აპრილის მდგომარეობით. ბოჭკოვანი კავშირები მეტად ფასობს იაპონიაში და იაპონური კომპანიები ბევრს ხარჯავენ ინტერნეტის უახლესი ტექნოლოგიების მიღწევისათვის. ამ გარემომ Nippon Telegraph & Telephone Corporation-ის ფართო გავრცელებას ხელი შეუწყო.

მომწოდებელი:

დატოვე კომენტარი