კობა გვენეტაძე: პურის გაძვირება და თამბაქოს აქციზის მატება ინფლაციაში წვლილს შეიტანს

image

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე ამბობს, რომ 2019 წლის განმავლობაში საქართველოში ინფლაციის მაჩვენებელი სამიზნე 3პროცენტი-თან ახლოს იქნება. 

კობა გვენეტაძე ასევე ასახელებს იმ ფაქტორებს, რომლებიც ინფლაციაზე როგორც ზრდის, ასევე შემცირების მიმართულებით იმოქმედებენ. 

“2019 წლიდან ინფლაციაზე მოქმედი ფაქტორები გარკვეულწილად შეიცვალა. მოგეხსენებათ პურზე გაიზარდა ფასები, ამავე დროს სიგარეტზე აქციზის გადასახადი გაიზარდა და ისინი თავიანთ წვლილს შეიტანენ ინფლაციაში. ვფიქრობ, რომ არსებობს მეორე ფაქტორიც, რომელიც შემცირების მხრიდან იმოქმედებს ინფლაციაზე, ეს არის ჯერ კიდევ პოტენციურ დონეზე დაბალი ერთობლივი მოთხოვნა,” - ამბობს გვენეტაძე რადიო "კომერსანტის" ეთერში. 

საქსტატმა დღეს 2019 წლის იანვრის ინფლაციის მაჩვენებლები გამოაქვეყნა. იანვარში წლიური ინფლაცია 2.2პროცენტი იყო. საქონლის ჯგუფებიდან ყველაზე მაღალი ტემპთ 10პროცენტი-ით ალკოჰოლური სასმელებისა და თამბაქოს ნაწარმის ფასი გაიზარდა, რამაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0.66 პროცენტული პუნქტით იმოქმედა. სურსათის ფასები კი, 3.2პროცენტი-ით არის გაზრდილი. მათ შორის პურის და პურპროდუქტების ფასის ზრდა 10პროცენტი-ს შეადგენს. 

იმის გამო, რომ თამბაქოს გაძვირება აქციზის გადასახადის მატებას უკავშირდება, მას ინფლაციაზე ერთწლიანი ეფექტი ექნება.
ავტორი: შოთა ტყეშელაშვილი

მომწოდებელი: www.bm.ge

დატოვე კომენტარი