"ლიბერთი ბანკის" სამეთვალყურეო საბჭო ირაკლი მანაგაძემ დატოვა

image

"ლიბერთი ბანკის" სამეთვალყურეო საბჭო მისმა დამოუკიდებელმა წევრმა ირაკლი მანაგაძემ დატოვა. ამის შესახებ ბანკის 75პროცენტი-იანი წილის მფლობელი კომპანია "ჯორჯიან ფაინენშალ გრუპის" მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში წერია. 

"გამოეცხადოს მადლობა ირაკლი მანაგაძეს, მის მიერ სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელ წევრად ყოფნის განმავლობაში გაწეული საქმიანობისთვის და გათავისუფლდეს სამეთვალყურეო საბჭოს წევრობიდან,"- წერია განცხადებაში. 

მანაგაძე "ლიბერთი ბანკის" ბორდს 2018 წელს შეუერთდა, როგორც ცნობილია აღნიშნული პოსტის დატივების შემდგომ ის "სილკ როუდ ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გახდება.
ავტორი: შოთა ტყეშელაშვილი

მომწოდებელი: www.bm.ge

დატოვე კომენტარი