იანვარში, აშშ-ში 304,000 სამუშაო ადგილი შეიქმნა

image

ამერიკის შეერთებულ შტატებში იანვარში 304,000 სამუშაო ადგილი შეიქმნა. NBC წერს, რომ ეს პროგნოზზე თითქმის ორჯერ მეტია.

ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი Shutdown რამდენიმე დღის წინ დასრულდა, თუმცა ამას ასობით ათასი სამუშაო ადგილის შექმნაში ხელი არ შეუშლია.

ცხადია, ფედერალური სახსრების არარსებობა ეკონომიკისთვის მაინც სერიოზული დანაკლისია და ზარალი $11 მილიარდს უტოლდება, უმუშევრობის მაჩვენებლი 4პროცენტი-ზეა, დასაქმებულების ანაზღაურება კი, 3.2პროცენტი-ით გაიზარდა.

რაც შეეხება ეკონომიკური ზრდის პროგნოზს, საგადასახადო ცვლილებების ეფექტი ნელ-ნელა უფერულდება, შესაბამისად, ექსპერტები ზრდის 2.3პროცენტი-მდე შემცირებას ვარაუდობენ.

შეგახსენებთ, რომ ე.წ Shutdown-ის დროს 800,000 ადამიანი ანაზღაურების გარეშე მუშაობდა.

ავტორი: ლევან თაღიაშვილი

მომწოდებელი: www.bm.ge

დატოვე კომენტარი