ფინანსთა მინისტრი საპენსიო რეფორმის მთავარ გამოწვევას ასახელებს

image

ფინანსთა მინისტრის ვანო მაჭავარიანის შეფასებით, საპენსიო რეფორმა კარგად დაიწყო. 

მისი თქმით, არის მოსაზრება, რონ ბიზნესი არ იყო სათანადოდ ინფორმირებული, რასაც შესაძლოა, ლეგიტიმური საფუძველი ჰქონდეს. 

"მე მგონი, საპენსიო რეფორმა კარგად დაიწყო. არის აზრთა სხვადასხვაობა, რომ თითქოს ბიზნესი საკმარისად ინფორმირებული არ იყო; შეიძლება, ამას ლეგიტიმური საფუძველიც აქვს. ზოგ შემთხვევაში, შეიძლება ბუღალტრები იყვნენ დაბნეულები. თუმცა, საკმაოდ გვიან მოხდა სააგენტოს ფორმირება და მისმა ხელმძღვანელმა ლევან სურგულაძემ შეუძლებელი შეძლო. ნოემბერში პრაქტიკულად სააგენტო ფიზიკურად არ არსებობდა და ორ თვეში ვნახე გამართული ინსტიტუტი, როგორც ტექნოლოგიურად, ისე - პროცესებით. მთავარი გამოწვევა დარჩება მაინც იმ მიმართულებით, თუ როდის და რა სახით დაიწყებს საპენსიო ფონდი საინვესტიციო საქმიანობას", - აცხადებს მინისტრი.
ავტორი: სალომე მეცხვარიშვილი

მომწოდებელი: www.bm.ge

დატოვე კომენტარი