პრემიერი: დარწმუნებული ვარ, გვეყოლება ინვესტორები ხელოვნური ინტელექტის ნაწილშიც

image

“ჩვენ აუცილებლად გვეყოლება ინვესტორები მაღალ ტექნოლოგიებში, ასევე მას შემდეგ, რაც საკანონმდებლო ბაზას დავხვეწავთ, დარწმუნებული ვარ, გვეყოლება ინვესტორები ხელოვნური ინტელექტის ნაწილშიც,” - განაცხადა The Economist-ის ორგანიზებით გამართულ ფორუმზე  პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ. 

ბახტაძის თქმით, საქართველოსთვის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ის ბახტაძე ამბობს, რომ ასევე მნიშვნელოვანია ამ ინვესტიციების ხარისხი იზრდებოდეს. 

მთავრობა ინვესტიციების მოსაზიდად სპეციალური საგადასახადო რეჟიმის შემოღებას გეგმავს. 

ცნობისთვის: უცხოური ინვესტიციები მცირდება; 2018 წლის პირველ სამ კვარტალში საქართველოში 37პროცენტი-ით უფრო ნაკლები FDI შემოვიდა, ვიდრე 2017 წლის ანალოგიურ პერიოდში.

მომწოდებელი: www.bm.ge

დატოვე კომენტარი