სად აშენდება სასტუმრო „ბუდაპეშტი“? - მერია ინვესტორს რამდენიმე ალტერნატივას შესთავაზებს

image

რამდენიმე წუთის წინ ცნობილი გახდა, რომ სასტუმრო „ბუდაპეშტი“ ვაკის პარკში არ აშენდება. 

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, საკითხზე ინვესტორთან შეთანხმების მიღწევა მოხერხდა. 

რაც შეეხება იმას, რას სთავაზობს დედაქალაქის მთავრობა ინვესტორს, bm.ge-ის მერიაში განუცხადეს, რომ „ბუდაპეშტის“ პროექტის ავტორებს რამდენიმე ალტერნატიულ ადგილს შესთავაზებენ. 

„ინვესტორს რამდენიმე ადგილი შეეთავაზება და ის გააკეეთებს არჩევანს. ეს უკვე მუშა პროცესია. მთავარია, შეთანხმება შედგა და ვაკის პარკში სასტუმრო არ აშენდება“, - განაცხადეს მერიაში.
ავტორი: თელარა გელანტია

მომწოდებელი: www.bm.ge

დატოვე კომენტარი