სადაზღვევო კომპანია „აი სი ჯგუფი” გაიყიდა

image

სადაზღვევო კომპანია „აი სი ჯგუფი” გაიყიდა. 

როგორც bm.ge-ის კომპანიაში განუცხადეს, აი სი ჯგუფი” აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთმა მსხვილმა სადაზღვევო კომპანია EUROINS GROUP”-მა შეიძენა და ის ქართულ ბაზარზე „ევროინს საქართველოს სახელით გააგრძელებს ოპერირებას. 

როგორც კომპანიაში განმარტავენ, შერწყმის შემდეგ, „აი სი ჯგუფის არსებული პორტფელი გამრავალფეროვნდება. კერძოდ, ქონების, პასუხისმგებლობის და ავტომობილების დაზღვევის პროდუქტების მიმართულებით. ასევე ყურადღება დაეთმობა ჯანმრთელობის, სოფლის მეურნეობის, უძრავი ქონებისა და კიბერ უსაფრთხოების დაზღვევის მიმართულებებს. 

შეგახსენებთ: EUROINS GROUP” ბულგარეთში დაფუძნებული სადაზღვევო კომპანიაა, რომელიც ევროპის 8 ქვეყანაში ოპერირებს და აქედან ოთხში ფლობს შვილობილ კომპანიებს - ბულგარეთში, რუმინეთში, მაკედონიასა და უკრაინაში. 

2014 წლიდან „ევროინს ჯგუფმა ფუნქციონირება საბერძნეთში დაიწყო. 

კომპანიაში დასაქმებულთა რაოდენობა 1600-ს აღწევს, ხოლო მომხმარებელთა რაოდენობა 2.5 მილიონზე მეტია. 

კომპანიის წლიური ბრუნვა ნახევარი მილიარდი ევროა. 

მომწოდებელი: www.bm.ge

დატოვე კომენტარი