ნოემბერში საქართველოში ინფლაციამ 1.9პროცენტი შეადგინა

image

2018 წლის ნოემბერში ინფლაციის წლიურმა მაჩვენებელმა 1.9პროცენტი შეადგინა. საქსტატის ანგარიშის მიხედვით, ფასები ყველაზე მეტად - 5.5პროცენტი-ით ჯანდაცვის სექტორშია გაზრდილი, ასევე, 4.6პროცენტი-ით თამბაქოსა და ალკოჰოლზე. სურსათის ღირებულება კი 0.8პროცენტი-ით არის გაზრდილი. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ზოგიერთ სექტორში - მაგალითად კავშირგაბმულობის სექტორში ფასების შემცირებაც შეიმჩნევა. 

ჯანმრთელობის დაცვა: ფასები მომატებულია 5,5 პროცენტით, რაც 0,46 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაში. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: სამედიცინო პროდუქცია, აპარატურა და მოწყობილობა (10,1 პროცენტი), ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება (3,7 პროცენტი) და საავადმყოფოების მომსახურება (2,5 პროცენტი); 

ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ფასები გაიზარდა 4,6 პროცენტით, რაც 0,31 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაში. ფასები მომატებულია თამბაქოს ნაწარმზე (8,5 პროცენტი); 

საცხოვრებელი, წყალი, ელ. ენერგია, აირი: ფასები გაიზარდა 3,6 პროცენტით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინფლაციაში 0,3 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები მომატებულია წყალმომარაგებისა და საცხოვრებელთან დაკავშირებული სხვა მომსახურების (7,7 პროცენტი), ელექტროენერგიის, აირის და სათბობის სხვა სახეების (3,5 პროცენტი), ასევე საცხოვრებლის მიმდინარე მოვლისა და შეკეთების (2,2 პროცენტი) ქვეჯგუფებზე. 

ინფლაციის 1.9პროცენტი-იანი ნიშნული ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული მიზნობრივი ინფლაციის - 3პროცენტი-ის ფარგლებშია.
ავტორი: შოთა ტყეშელაშვილი

მომწოდებელი: http://www.bm.ge/ka/article/noembershi-saqartveloshi-inflaciam-19-sheadgina/27040/

დატოვე კომენტარი