ზურაბ ჭიაბერაშვილი ლარის გაუფასურების მიზეზებზე საუბრობს

image

„ევროპული საქართველოს წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი ლარის კურსის გაუფასურების მიზეზებზე საუბრობს. როგორც მან პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ეროვნული ვალუტის გაუფასურება დიდწილად მთავრობის მიერ ბიუჯეტის არასათანადო ხარჯვას უკავშირდება.

„ლარის კურსი არის ის ერთერთი ყველაზე ფუნდამენტური პრობლემა რაც საბოლოო ჯამში აისახება ფასების ზრდაზე და ურტყამს ჩვენი მოქალაქეების ჯიბეს, იწვევს მათ გაღარიბებას და ჩვენ ვიცით ლარის კურსის ამ მერყეობის ტრადიციული მიზეზები, რაც დაკავშირებულია სწორედ ქართული ოცნების არასწორ ეკონომიკურ პოლიტიკასთან. ეს ეხება ბიუჯეტის არასათანადო ხარჯვასაც, ეს ეხება იმას, რომ არაფრით არ წევენ გადასახადებს დაბლა, რაც უნდა გახდეს ჩვენი ეკონომიკური ზრდის მთავარი მამოძრავებელი ძალა, რამაც უნდა გაამყაროს ლარიც, დაასტაბილუროს ფასებიც და შესაბამისად შეაჩეროს სიღარიბის ზრდა ქვეყანაში.

ბოლო დღეებში ამას დაემატა კიდე უფრო სერიოზული ფაქტორი ეს არის არასტაბილურობის განცდა და არამარტო ბიზნესის მხრიდან არამედ მთელ საზოგადოებაში როდესაც ქართული ოცნება საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მოახლოებული წაგების ფონზე ცდილობს დააშინოს საზოგადოება და ის ლაპარაკობს იმაზე, რომ თავად იქნება არასტაბილურობის, არეულობის და სამოქალაქო დაპირისპირების წყარო და ფაქტორი.

ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს ისეთი დროც როდესაც ამას ოპოზიცია აკეთებდა ხოლმე, ეს წლების წინ იყო, მაგრამ დღეს მთავრობა უბიძგებდეს საზოგადოებას დაპირისპირებისაკენ, ეს არის სრულიად წარმოუდგენელი ამბავი და შესაბამისად ქმნის ისეთ არასტაბილურობის განცდას რომელიც ძალიან აისახება უარყოფითად ლარის კურსზე, – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

მომწოდებელი: news.ge

დატოვე კომენტარი