თბილისი რუსთავს მეტროთი დაუკავშირდება

image

საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ და თბილისის მერმა კახა კალაძემ „მწვანე ეკონომიკის“ სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის პირველი ეტაპი "მწვანე პოლიტიკა - ეკონტრანსპორტი" წარადგინეს.

პრეზენტაციაზე ცნობილი გახდა, რომ თბილისში ახალი მიწისზედა მეტროსადგურის მშენებლობა იწყება. პროექტით თავდაპირველად მეტროსადგური "სამგორი" ლილოს დაუკავშირდება.

მეორე ეტაპზე კი თბილისი-რუსთავის მეტროთი დაკავშირება იგეგმება. 2019 წელს დაგეგმილი ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევისა და საექსპერტო დასკვნის მიღების შემდეგ შეირჩევა თბილისი-რუსთავის დამაკავშირებელი ოპტიმალური მარშრუტი.

მომწოდებელი: www.imedinews.ge

დატოვე კომენტარი