თბილისში მშენებლობაზე გაცემული ნებართვები შემცირდა

image

თბილისის არქიტექტურის სამსახურის სტატისტიკის მიხედვით, 2018 წლის იანვარ-სექტემბერში 1 282 სამშენებლო ნებართვა გაიცა, 2017 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 1 338. აღსანიშნავია, რომ 2018 წელს გაცემული ახალი ნებართვიდან 74პროცენტი ინდივიდუალურ (კერძო) სახლების მშენებლობაზე გაიცა.

რაც შეეხება ბოლო წლების სრულ მონაცემებს, ასე გამოიყურება: თბილისში 2015 წელს ყველა კლასის და ფუნქციის ახალ მშენებლობაზე 1 664 ნებართვა გასცა; 2016 წელს - 1 731 ნებართვა; 2017 წელს - 1 755 ნებართვა

მომწოდებელი: www.imedinews.ge

დატოვე კომენტარი