Forbs-მა ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერი კაცი დაასახელა

image

ნორვეგიელი გუსტავ მაგნარ ვიტიოს კომპანია Salmar ASA-ს მსხვილი აქციონერია, ეს კომპანია კი მამამისს ეკუთვნის. ამის მიუხედავად, ის ოჯახურ ბიზნესში ჩართული არ არის. ის კარიერას სამოდელო ბიზნესში იწყობს და ინვესტიციებს ტექნოლოგიურ სტარტაპებში დებს.

გუსტავ მაგრნარ ვიტიო 1993 წელს დაიბადა. ჟურნალმა Forbes-მა ის ყველაზე მდიდარ კაცად დაასახელა. მისი ქონება 3,1 მილიარდ დოლარს შეადგენს.

მას ქონებით და ასაკით ორი ქალი უსწრებს. ისინიც ნორვეგიელები არიან - 22 წლის ალექსანდრა და 23 წლის კატერინა ანდერსონები.

Salmar ASA მსოფლიოში ორაგულის ერთ-ერთი მსხვილი მწარმოებელია და ყველაზე დიდი ბიზნეს-იმპერიაა ნორვეგიაში.

მილიარდერის პირადი ცხოვრების შესახებ ცოტა რამ არის ცნობილი.

მომწოდებელი: www.imedinews.ge

დატოვე კომენტარი