ქონებრივი დეკლაციის წარდგენის ვადა 1 ნოემბერს იწურება

image

შემოსავლების სამსახური მიმართავს ფიზიკურ პირებს, მათ, ვისი წლიური შემოსავალი 40 000 ლარს აღემატება, დროულად შეავსონ დეკლარაცია და 1 ნოემბრამდე ელექტრონულად წარადგინონ, წინააღმდეგ შემთხვევაში დაჯარიმდებიან, ქონების გადასახადი კი 15 ნოემბრამდე უნდა გადაიხადონ.

როგორც შემოსავლების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ხატია მოისწრაფიშვილმა გადაცემა „ეკონომიქსში“ განაცხადა გასული წლის მონაცემებით საქართველოში რეგისტრირებულია 200 ათასამდე ქონების გადასახადის გადამხდელი, თუმცა ამ დროისთვის მხოლოდ 30 ათასი დეკლარაცია შევსებული. 

"წელს დეკლარაციაში ავტომობილის შეტანაც სავალდებულოა“, - განაცხადა მოისწრაფიშვილმა და განმარტა, რომ საუბარია დარიცხულ და არა ხელზე ასაღებ თანხაზე.

შემოსავლების სამსახური გადასახადის გადამხდელს, თუ მათი წლიური შემოსავალი აღემატება 40,000 ლარს უგზავნის sms შეტყობინებებს. ასევე პიზიკურ პირს შეუძლია გადაამოწმოს ინფორმაცია შემოსავლების სამსახურის ვებგვერდსა და ქოლცენტრში. (2 299 299).

ქონების გადასახადის დეკლარაციის დაგვიანებით წარდგენის შემთხვევაში მინიმალური სანქციაა გადასახდელი თანხის 5პროცენტი, ხოლო მაქსიმალური ზღვარი - თანხის 30პროცენტი.

მომწოდებელი: www.imedinews.ge

დატოვე კომენტარი