„ლარს სჭირს ერთი დიდი და ქრონიკული დაავადება“

image

პარლამენტში „ქართული ოცნების დეპუტატი რომან კაკულია ლარის გაუფასურებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „ლარს სჭირს ერთი დიდი და ქრონიკული დაავადება. ინფორმაციას on.ge ავრცელებს.

„ეს გახლავთ ჩვენი სავაჭრო ბალანსი, რომლის მყისიერი ცვლილება შეუძლებელია და ამიტომ, ის მოწყვლადია. ჩვენს ლარს სჭირს ჩვენი ეკონომიკის დღევანდელი მდგომარეობა, რომელსაც ემატება შემდეგ, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმე საგარეო ფაქტორები. აქ თამაშობს ძალიან დიდ როლს უკვე ამ ყველაფრის გამო ჩამოყალიბებული მოლოდინი და ნაკლები ნდობა ლარის მიმართ და ამ ყველაფერს სჭირდება გრძელვადიანი მკურნალობა, – აღნიშნა კაკულიამ.

კაკულიას თქმით, მდგომარეობის გამოსასწორებლად ხელისუფლებამ გრძელვადიანი გეგმა უნდა შეიმუშაოს.

მომწოდებელი: news.ge

დატოვე კომენტარი