"ქვეყანაში არ არსებობს ვალის ერთიანი, სრულყოფილი ბაზა"

image

აუდიტის სამსახურში აცხადებენ, რომ ქვეყანაში არ არსებობს ვალის ერთიანი სრულყოფილი ბაზა. შესაბამისად, მიაჩნიათ, რომ შეუძლებელია შეფასდეს, რა გავლენა შეიძლება მოახდინოს ვალის დამატებამ, ვალისა და მთლიანი შიდა პროდუქტის თანაფარდობაზე. ამის შესახებ საუბარია დასკვნაში, რომელიც უწყებამ 2019 წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით გამოაქვეყნა. 

,,2019 წლის ბიუჯეტის კანონპროექტში მოცემული ვალის ნაშთი სრულად არ მოიცავს განსაზღვრულ კომპონენტებს. კერძოდ, ბიუჯეტის კანონის პროექტით წარმოდგენილ მთავრობის ვალში არ არის ასახული მუნიციპალიტეტების, სსიპ-ებისა და „საჯარო და კერძო პარტნიორობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე აღებული ვალდებულებების მიმდინარე ღირებულება და იგი წარმოადგენს მხოლოდ ცენტრალური მთავრობის ვალს.“-აღნიშნულია დოკუმენტში. ამას გარდა, არ არის ასახული სახელმწიფო საწარმოების ვალიც. აუდიტის სამსახურში ამბობენ, რომ ფინანსთა სამინისტროს, მიმდინარე წლის ივნისის ბოლომდე უნდა შეეფასებიდა და დაეკლასიფიცირებინა ეს საწარმოები. ,,თუმცა, ამ დრომდე აღნიშნული ტიპის ანალიზი არ ჩატარებულა და შესაბამისად, რთულდება დადგენა თუ რომელი საწარმოების ვალის ასახვა უნდა მოხდეს მთავრობის ვალში.“-ნათქვამია დოკუმენტში. 2019 წლის ბიუჯეტის პროექტით მთავრობის ვალის შეფარდება მშპ-სთან 42, 2პროცენტი-ს შეადგენს, რაც ,,ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ კანონით განსაზღვრული 60პროცენტი-იანი ნიშნულის ფარგლებშია, თუმცა აუდიტის სამსახურში საყურადღებოდ მიაჩნიათ, რომ მასში არ შედის მუნიციპალიტეტების, სსიპ-ებისა და სახელმწიფო საწარმოების ვალი; ასევე, „საჯარო და კერძო პარტნიორობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე აღებული ვალდებულებების მიმდინარე ღირებულება. აუდიტის სამსახური ითხოვს, რომ ფინანსთა სამინისტრომ 2019 წლის ბიუჯეტის გადამუშავებულ ვარიანტში, ეს საკითხი გაითვალისწინოს.

მომწოდებელი: www.bm.ge

დატოვე კომენტარი