გვენეტაძე ახალ რეგულაციებზე: ანალიზი აზრს მოკლებულია, საბოლოო ვარიანტი ჯერ მიღებული არაა

image

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განცხადებით, საფინანსო სექტორში ახალ რეგულაციებზე განხილვები გრძელდება. როგორც გვენეტაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რეგულაციების მთავარი მიზანია, რომ ფიზიკურ პირებს გადახდიუნარიანობის პრობლემა არ შეექმნათ. 

„დიალოგი დებულებასთან დაკავშირებით, საკმაოდ დიდი ხანია მიმდინარეობს. გამოქვეყნებული იყო პროექტი და ვართ განხილვის აქტიურ სტადიაზე. ამ რეგულაციის მიზანი იყო, ის რომ არ მოხდეს გადამეტებული ვალდებულებების აღება, რათა ფიზიკურ პირებს არ ჰქონდეთ სირთულეები მის გადახდაში. ამ პირების მიერ სესხების არდაბრუნება ნიშნავს ფიზიკური პირების დეპოზიტების არ დაბრუნებას, ასე რომ ეს საკითხი ფინანსურ სტაბილურობას ეხება. ამ მოთხოვნებს ევროდირექტივებიც გვიყენებენ. 
საბანკო სექტორის შეფასება არის გადაჭარბებულად პესიმისტური. დღეს ჩვენ ვაანალიზებთ დებულებას, რომლის საბოლოო ვარიანტი ჯერ მიღებული არაა. 

ნებისმიერი ასეთი ანალიზი აზრს მოკლებულია, ვაგრძელებთ განხილვებს სხვადასხვა ასოციაციებთან. რისკებზე თვალის დახუჭვა არის ძალიან ცუდი და ეს მომავალში პრობლემებს მოგვიტანს. 

საშუალო ვადიან და გრძელვადიან პერიოდში მათ აუცილებლად დადებითი გავლენა ექნება“, - ამბობს გვენეტაძე. 

მომწოდებელი: www.bm.ge

დატოვე კომენტარი