ბანკებისადმი ნდობის კუთხით საქართველოს სარეიტინგო ქულა შემცირდა

image

მსოფლიოს ეკონომიკური ფორუმის მიერ გამოქვეყნებული გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსის შედეგების თანახმად, საქართველო ბანკებისადმი ნდობის კუთხით, 140 ქვეყანას შორის 76-ე ადგილზეა. ინფორმაციას Forbes-ის ქართული გამოცემა ავრცელებს.

ქვეყნის სარეიტინგო ქულა 7-დან 4.8-ა. გასულ წელთან შედარებით, საქართველოს პოზიცია გაუარესებულია. კერძოდ, 1 წლის წინ საქართველო რეიტინგში 64-ე ადგილზე იყო. შემცირდა ქვეყნის სარეიტინგო ქულაც და ის 5-ის ნაცვლად წელს 4.8-ა.

კვლევის თანახმად, მსოფლიოს ყველაზე კონკურენტულ ეკონომიკაში - ამერიკის შეერთებულ შტატებში საბანკო სისტემისადმი ნდობა მაღალი არაა, აშშ ბანკებისადმი ნდობის კუთხით, 140 ქვეყანას შორის მეთვრამეტე ადგილზეა.

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის კვლევის თანახმად, საქართველო უსაფრთხო ქვეყნების რეიტინგში დაწინაურდა. 

 

გლობალური კონკურენტუნარიანობის 2018 წლის რეიტინგში საქართველო 140 ქვეყანას შორის 66-ე ადგილზეა. 2017 წელთან შედარებით, საქართველოს პოზიცია რეიტინგში ერთი პუნქტით დაწინაურდა. 

მომწოდებელი: www.imedinews.ge

დატოვე კომენტარი