ბანკების ასოციაცია: სამომხმარებლო სესხების მოცულობა 30პროცენტი-ით შემცირდება

image

ბანკების ასოციაციის ხელმძღვანელი ახალი რეგულაციების ამოქმედების შემდეგ, სამომხმარებლო სესხების პორტფელის შემცირებასა და საპროცენტო განაკვეთის ზრდას ვარაუდობს. ალექსანდრე ძნელაძის განცხადებით, პირველი ნოემბიდან დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში სესხები შესაძლოა, გაძვირდეს. ინფორმაციას bpn-ი ავრცელებს.

„არ არის გამორიცხული, რომ პირველ ეტაპზე, გარკვეული პერიოდით სესხები გაძვირდეს. რეგულაციების გარდა, მნიშვნელოვანია ისიც, რომ 200 ათას ლარამდე სესხის აღება მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში იქნება შესაძლებელი. ლარში რესურსის მოზიდვა კი სხვა ვალუტებთან შედარებით ბანკებისთვის თითქმის ორჯერ უფრო ძვირია. თუ აღნიშნული დებულება ამ რედაქციით შევა ძალაში, სამომხმარებლო სესხების პორტფელი 30პროცენტი-ით, იპოთეკური სესხების კი 3-4პროცენტი-ით შემცირდება,“-აღნიშნავს ბანკების ასოციაციის ხელმძღვანელი. 

მიმდინარე წლის პირველი ნოემბრიდან ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება ამოქმედდება, რომელიც ქვეყანაში სესხის გამცემ ორგანიზაციებს დამატებით შეზღუდვებს დაუწესებს. ასევე დგინდება, რა ხანგრძლივობის შეიძლება იყოს ამა თუ იმ ტიპის სესხი. ახალი რეგულაციების მიხედვით, ბანკებმა სესხის გაცემამდე მსესხებლის გადახდისუნარიანობა დეტალურად უნდა შეისწავლონ.

მომწოდებელი: www.imedinews.ge

დატოვე კომენტარი