2018 წლის 1 ნოემბრიდან სესხის აღების ვადები იცვლება

image

„ფიზიკურ პირებზე სესხების გაცემის შესახებ“ ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებული ახალი რეგულაციების ნაწილი პირველი ნოემბრიდან ამოქმედდება. რეგულაციების მიხედვით, ასევე იცვლება სესხების გაცემის ვადები. რეგულაციებით, იპოთეკური სესხის მაქსიმალურ ვადად - 15 წელი, უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხზე - 10 წელი, სატრანსპორტო სესხის შემთხვევაში - 6 წელი, სხვა დანარჩენი სესხებისთვის კი მაქსიმალურ ვადად - 4 წელია განსაზღვრული. ინფორმაციას bpn.ge ავრცელებს.

ეს რეგულაცია კომერციული ბანკებისთვის 1-ლი ნოემბრიდან, ხოლო სესხის გამცემი სხვა სუბიექტებისთვის 2019 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდება. 

ამასთან, რეგულაციების მიხედვით, თუ მსესხებლის/თანამსესხებლის გადამხდელუნარიანობის ანალიზი ჩატარებული არ არის, პირი უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხის მიღებას ვერ შეძლებს, თუ მსესხებელს/თანამსესხებელს ერთზე მეტი საცხოვრებელი უძრავი ქონება არ ექნება.

სესხის აღების შემთხვევში, ასევე სავალდებულო ხდება ის რომ თანამსესხებელი მსესხებლის ოჯახის წევრი იყოს. 

"თუ მსესხებლის/თანამსესხებლის გადახდისუნარიანობის ანალიზი არ არის ჩატარებული სესხის გამცემი ორგანიზაციის მიერ, უძრავი ქონების უზრუნველყოფით სესხის/კრედიტის გაცემა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მსესხებელს/ თანამსესხებელს საკუთრებაში გააჩნია ერთზე მეტი საცხოვრებელი უძრავი ქონება და ამავდროულად სესხის უზრუნველსაყოფად დატვირთული არ არის მსესხებლის/თანამსესხებლის ის ქონება, რომელიც გამოიყენება მის მიერ როგორც საცხოვრებელი. თანამსესხებელი აუცილებლად უნდა იყოს მსესხებლის საოჯახო მეურნეობის წევრი", - წერია დებულებაში.

მიმდინარე წლის პირველი ნოემბრიდან ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება ამოქმედდება, რომელიც ქვეყანაში სესხის გამცემ ორგანიზაციებს დამატებით შეზღუდვებს დაუწესებს. ასევე დგინდება, რა ხანგრძლივობის შეიძლება იყოს ამა თუ იმ ტიპის სესხი.

მომწოდებელი: www.imedinews.ge

დატოვე კომენტარი