სექტემბერში საქართველოში $131.3 მილიონის ფულადი გზავნილები შემოვიდა

image

ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 92.9 პროცენტი იმ 16 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ სექტემბერში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 16 ქვეყანაზე გასული წლის სექტემბერში მთელი ფულადი გზავნილების  93.0 პროცენტი მოდიოდა.

2018 წლის სექტემბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 19.2 მლნ აშშ დოლარი (50.2 მლნ ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 19.0 მლნ აშშ დოლარისა (46.8 მლნ ლარისა) გასული წლის სექტემბერში.
ფული

მომწოდებელი: www.imedinews.ge

დატოვე კომენტარი