მუნიციპალურ ტრანსპორტში საფასურის გადახდას მგზავრები ყველა საბანკო ბარათით შეძლებენ

image

თბილისის მეტრო მგზავრობის საფასურის საერთაშორისო ბარათებით გადახდისთვის საჭირო ტექნიკით უკვე აღიჭურვა, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ავტობუსების ახალი გადახდის სისტემაზე გადაყვანა. ინფორმაციას bpn-ი ავრცელებს.

2017 წელს, თბილისის მერიამ საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის გადახდის სისტემის მოდერნიზაციისთვის აუქციონი გამოაცხადა, რომელშიც „საქართველოს ბანკმა“ გაიმარჯვა და გაბილეთიანების სისტემის ოპერირების უფლება 10 წლის ვადით მიიღო.

კონტრაქტის მიხედვით, ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის გადახდა ყველა ბანკის და ყველა ტიპის ქართული და უცხოური VISA და MasterCard ბარათებით იქნება შესაძლებელი.

მომწოდებელი: www.imedinews.ge

დატოვე კომენტარი