ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

image

საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრების ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) ვიცე-პრეზიდენტს, ჯორჯინა ბეიქერს შეხვდა.

მხარეებმა მიმოიხილეს საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასა და საქართველოს შორის წარმატებით მიმდინარე ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები. ივანე მაჭავარიანმა IFC-ის ვიცე-პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა ქვეყნისთვის პრიორიტეტული სექტორების მხარდაჭერისთვის და სამომავლოდ, თანამშრომლობის გაღრმავების იმედი გამოთქვა.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია მნიშვნელოვან მხარდაჭერას უცხადებს ლარიზაციის პროცესს, რისთვისაც გეგმავს ლარში დაკრედიტების მოცულობის გაძლიერებას.

მომწოდებელი: news.ge

დატოვე კომენტარი