სავალუტო ფონდმა საქართველოს ეკონომიკის ზრდის პროგნოზები განაახლა

image

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა მომდევნო წლებში საქართველოს ეკონომიკის ზრდის პროგნოზი განაახლა.

World Economic Outlook -ის ოქტომბრის ანგარიშის მიხედვით, სსფ, 2018 წელს, საქართველოს ეკონომიკის 5.5პროცენტი-ით გაზრდას ელის, 2017 წელს არსებული 5პროცენტი-ის შემდეგ. ინფრომაციას GBC.ge-ი ავრცელებს.

2019 წელს, ფონდის შეფასებით მშპ-ს ზრდის ტემპი 4.8პროცენტი იქნება.

2018-2019 წელბში ინფლაციის დონე 2.8პროცენტი- 2.7პროცენტი -ის დონეზეა ნავარაუდევი. მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი წელს -10.5პროცენტი, მომდევნო წელს -10.2პროცენტი იქნება.

ახალ ანგარიშში, დსთ-ს რეგიონისთვის, სსფ-ს ანალიტიკოსები 2018 წელს, 2.3პროცენტი-იან ზრდას ელიან, 2019 წელს კი, 2.4პროცენტი-ს.

რაც შეეხება მსოფლიო ეკონომიკას. ფონდის შეფასებით, 2018-2019 წლებში, მსოფლიო ეკონომიკა 3.7პროცენტი-ით გაიზრდება.

ანგარიშში მითითებლია, რომ მსოფლიო ეკონომიკის ზრდის ტემპის შემცირების რისკი ბოლო 6 თვეში გაიზარდა, მოულოდნელი გაჯანსაღების პოტენციალი კი, შემცირდა.

მომწოდებელი: www.imedinews.ge

დატოვე კომენტარი