"ბალავარი": უმძიმესი შედეგი დადგება

image

ეროვნული ბანკის მიერ მომზადებული საბანკო რეგულაციები დაბალ და საშუალო სეგმენტზე გათვლილ სამშენებლო ბიზნეს უკიდურესად დააზარალებს. ამის შესახებ კომპანია „ბალავარის“ ხელმძღვანელმა ბესო თავბერიძემ განაცხადა. მისი თქმით, მათი კლიენტების 70პროცენტი სახლს იპოთეკური სესხით ყიდულობს, დაწესებული ლიმიტები კი ამ ფენის გაქრობას გამოიწვევს. თავბერიძე თვლის, რომ მსგავსი დარტყმა სამშენებლო სექტორს მნიშვნელოვნად შეამცირებს, რაც ეკონომიკისთვის ნეგატიური შედეგის მომტანი იქნება. 

"ნებისმიერ რეგულაციას, რომელსაც მთავრობა იღებს და ამით ბიზნესში ერევა, ყოველთვის აფერხებს მის განვითარებას. ის ხალხი, რომელიც ემიგრაციაშია წასული, რომელიც ვერ ადასტურებს თავის შემოსავლებს, ფაქტიურად ვარდება პოტენციური მყიდველების სიიდან და ეს არ არის ის სიტუაცია, რომ რამე შეფერხება იქნება, აქ უმძიმესი შედეგი შეიძლება დადგეს. ჩვენ ვმუშაობ იმ ფენაზე, რომელსაც ქირის გადახდას ურჩევნია დაბალბიუჯეტიანი სახლის ყიდვა და ბანკით მისი დაფარვა. რეგულაციებით კი ეს ფენა უარესს მდგომარეობაში ვარდება. ჩვენი რეალიზაციების 70პროცენტი სესხებით იყიდება. 

რეალურად ქვეყანაში სამშენებლო სექტორი მუშაობს. ზუსტად რამდენიმე დღის წინ გადავხედე თანამშრომლების შტატს და 250 შრომითი ხელშეკრულება მაქვს გაფორმებული, ეს ნიშნავს, რომ 250 ოჯახი იღებს ხელფასს „ბალავარში“ და ხვალინდელი დღის არ ეშინია, მაგრამ ამ რეგულაციებით როგორ განვითარდება სიტუაცია პროგნოზის გაკეთება მიჭირს. 

დღეს კომპანიას აქვს იმის რესურსი, რომ ჩვენი სახსრებით დავამთავროთ კორპუსები, მაგრამ რეალიზებას თუ ვაკეთებდით 1 წელში, ახლა ალბათ მოგვიწევს 3-4 წელში. 4 წელიწადში 1 კორპუსი დაიდგმევა და ნელ-ნელა ალბათ ეს სფერო შემცირდება, რაც ლოგიკურად შეამცირებს ეკონომიკის ზრდაც.“ - განაცხადა „საქმიან დილასთან“ საუბრისას ბესო თავბერიძემ. 

ახალ რეგულაციებს ეწინააღმდეგებიან კომერციული ბანკები და მიკროსაფინანსო ორგანიზაციები. მათი ინიციატივით სამუშაო ჯგუფი შეიქმნა, რომლის მიზანი საფინანსო სექტორის და რეგულატორის პოზიციების ერთმანეთთან დაახლოება, კონკრეტულად კი სექტორი რეგულაციების შერბილებას ითხოვს. 

რა გადაწყვეტილებას მიიღებს ეროვნული ბანი ეს ცნობილი უახლოს მომავალში გახდება. 
სების ახალი რეგულციების ამოქმედება 1 ნოემბრიდან იგეგმება.

მომწოდებელი: www.bm.ge

დატოვე კომენტარი