2019 წელს შრომისა და დასაქმების სისტემის რეფორმებისთვის 4,3 მილიონამდე დაიხარჯება

image

2019 წელს შრომისა და დასაქმების სისტემის რეფორმების პროგრამის განსახორციელებლად 4 290 000 ლარი გამოიყოფა. ამის შესახებ შემდეგი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში წერია. ინფორმაციას "ლიბერალი" ავრცელებს.

ბიუჯეტის პრიორიტეტებისა და  პროგრამების აღწერით ნაწილში ნათქვამია, რომ აღნიშნული პროგრამის მიზანია:

ქვეყანაში შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკისა და დასაქმების ხელშეწყობის მომსახურებათა განვითარება/ განხორციელება;
ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ცნობიერების ამაღლება;
შრომის ბაზარზე, შრომის კანონმდებლობისა და შრომის უსაფრთხოების დაცვის მიმართულებით არსებული მდგომარეობის შესწავლა;
შრომის დაცვის ნორმების გაუმჯობესება/სრულყოფა და ამის საფუძველზე, უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო გარემოს შექმნა.
სამუშაოს მაძიებელთა რეგისტრაცია-კონსულტირება, მომსახურებების განვითარება.
შეზღუდული შესაძლებლობისა და სპეციალური საჭიროების მქონე პირთა დასაქმების ხელშემწყობა;
ავტორიზებულ-აკრედიტირებულ პროფესიულ სასწავლო-საგანმანათლებლო დაწესებულებებში რეგისტრირებული სამუშაოს მაძიებლების მომზადება-გადამზადება.
2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი 12 729 700 000 ლარით არის განსაზღვრული. ეს ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტის პირველადი ვარიანტია, რომელიც მთავრობიდან პარლამენტში უკვე შევიდა.

მომწოდებელი: www.imedinews.ge

დატოვე კომენტარი