ბახტაძის თქმით, ბლოკჩეინის სისტემის დანერგვით საოპერაციო ხარჯები 30პროცენტი-ით შემცირდა

image

ამერიკულ WSJ Frontiers-თან ინტერვიუში საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ, ჟურნალისტის კითხვას, არის თუ არა რაიმე პროგრესი რუსეთთან საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზაციის კუთხით, უპასუხა, რომ საქართველო კონფლიქტის პოლიტიკური და მშვიდობიანი გზით მოგვარებას ემხრობა. ინფორმაციას მთავრობისი ადმინისტრაცია ავრცელებს.

ჩვენი ტერიტორიის დაახლოებით 20პროცენტი დღესაც ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ, ჩვენ უპირობოდ ვემხრობით პრობლემის პოლიტიკური და მშვიდობიანი გზით მოგვარებას, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ და დასძინა, რომ საუკეთესო პასუხი ამ გამოწვევაზე არის დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობა და ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის შემდგომი გაუმჯობესება.

ჟურნალისტმა ბახტაძეს საქართველოში ბლოკჩეინის სისტემის დანერგვასთან დაკავშირებითაც ჰკითხა. პრემიერის თქმით, საქართველო არის პირველი ქვეყანა, რომელმაც თავის საჯარო მომსახურებაში - კერძო საკუთრების რეგისტრაციისას, დანერგა ბლოკჩეინის ტექნოლოგია.

მართლაც საოცარი შედეგები მივიღეთ. ჩვენ 30პროცენტი-ით შევამცირეთ საოპერაციო ხარჯები და გავზარდეთ პროდუქტიულობა. დღეს ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ ჯანდაცვისა და განათლების გადაყვანას ციფრულ ტექნოლოგიებზე - ორივე სექტორში გამოყენებული იქნება ბოლკჩეინი. ბლოკჩეინის ტექნოლოგიას და კონცეფციას შეუძლია მთავრობისა და საჯარო უწყებების მიერ მიწოდებული მომსახურების დონის საგრძნობლად გაზრდა. ვცდილობთ, ამ ტექნოლოგის დანერგვა-განვრცობას ყველა ძირითად სფეროში,- აღნიშნავს პრემიერი ინტერვიუში.

პრემიერმინისტრმა ინტერვიუში ასევე ისაუბრა იმ ეკონომიკურ სიახლეებზე, რომლებიც საქართველოში საერთაშორისო კომპანიებისთვის იგეგმება. WSJ Frontiers-ს ინტერვიუ მამუკა ბახტაძემ აშშ-ში ოფიციალური ვიზიტისას მისცა.

ბლოკჩეინი მონაცემთა დეცენტრალიზებული ბაზაა, რომელიც დაცულია როგორც კიბერშეტევებისგან, ისე - ფიზიკური განადგურებისგან, რადგან მასში არსებული ჩანაწერები არა ერთ კონრეტულ ადგილას, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით, 10 ათასობით კომპიუტერში ინახება. გასულ წელს საქართველომ Blockchain-ში ქონების დარეგისტრირება დაიწყო.

ბლოკჩეინმა სავაჭრო ინდუსტრიაში დიდი პოპულარობა მოიპოვა.

ბლოკჩეინ სისტემა 2008 წელს შეიქმნა და მისი დამფუძნებლის ვინაობა დღემდე ანონიმურია.

მომწოდებელი: www.imedinews.ge

დატოვე კომენტარი