გიორგი ქობულია: KfW-ი და AFD-ი საქართველოს ენერგეტიკის რეფორმაში 74 მლნ ევროთი დაგვეხმარება

image

საქართველოსა და რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს (KfW) და საქართველოსა და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) შორის საკრედიტო შეთანხმებების ხელმოწერის ცერემონიალს საქართველოს ეკონომიკისა დამდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია და  ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი დაესწრნენ.

სასესხო შეთანხმებებს ხელი მოაწერესსაქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანემაჭავარიანმა, რეკონსტრუქციის საკრედიტობანკის აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა დაცენტრალური აზიის დირექტორმა ოლაფციმელკამ, საფრანგეთის ელჩმა საქართველოშიპასკალ მენიემ და საფრანგეთის განვითარებისსააგენტოს სამხრეთ კავკასიის რეგიონულიოფისის ხელმძღვანელმა გაელე ასაიაგმა.

ხელმოწერილი შეთანხმებების თანახმად, საქართველო მიიღებს ჯამურად 74 მლნ ევროსფინანსურ რესურსს, რომელიც გამოყოფილიასაქართველოს მთავრობის მიერ ენერგეტიკის სექტორში დაგეგმილი რეფორმების მხარდაჭერის მიზნით და სრულად იქნებამიმართული სახელმწიფო ბიუჯეტში.

მომწოდებელი: news.ge

დატოვე კომენტარი