აგვისტოში ეკონომიკა 2პროცენტი-ით გაიზარდა

image

საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2018 წლის პირველი რვა თვის საშუალო რეალური ზრდა 4,8 პროცენტით განისაზღვრა, ხოლო 2018 წლის აგვისტოში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2,0 პროცენტი შეადგინა. წინასწარი შეფასებით, 2018 წლის აგვისტოში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდა შეინიშნებოდა საფინანსო საქმიანობის, ვაჭრობის, ტრანსპორტის, უძრავი ქონებით ოპერაციების, სასტუმროებისა და რესტორნების დარგებში.

მომწოდებელი: www.bm.ge

დატოვე კომენტარი