კომერციული ბანკებისთვის კორპორაციული მართვის კოდექსი დამტკიცდა

image

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კომერციული ბანკებისთვის კორპორაციული მართვის კოდექსი დაამტკიცა. კოდექსის მიზანი კომერციული ბანკების კორპორაციულ მართვაში საერთაშორისოდ აღიარებული პრაქტიკის დანერგვის ხელშეწყობაა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.  

განცხადების თანახმად, ინვესტორები გადაწყვეტილების მიღებისას ჯანსაღი კორპორაციული მართვის პრაქტიკის არსებობას ერთ-ერთ ძირითად კრიტერიუმად განიხილავენ. ამგვარად, ჯანსაღი კორპორაციული მართვის პირობებში ბანკებს კაპიტალის იაფად მოზიდვის შესაძლებლობები ეზრდებათ.

კოდექსი ითვალისწინებს საბჭოს დამოუკიდებელი წევრებითა და გენდერულად დაბალანსებულ დაკომპლექტებას. კერძოდ, კომერციული ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს არანაკლებ ერთ მესამედს საბჭოს დამოუკიდებელი წევრები უნდა წარმოადგენდნენ და მინიმუმ 20პროცენტი (არანაკლებ 1 წევრი) უნდა იყოს მდედრობითი სქესის წარმომადგენელი.

კოდექსი განსაზღვრავს სამეთვალყურეო საბჭოს დონეზე სხვადასხვა კომიტეტის შექმნის, დირექტორატის, მათ შორის რისკების მართვის დირექტორის, მოვალეობებსა და პასუხისმგებლობებს, ბანკის რისკების მართვასთან, შიდა აუდიტთან და ანაზღაურებასთან დაკავშირებულ სტანდარტებს.

მომწოდებელი: www.imedinews.ge

დატოვე კომენტარი