CNN: ბიტკოინი სავარაუდოდ გაძვირდება

image

Galaxy Digital-ის აღმასრულებელი დირექტორი მაიკ ნოვოგრაცი ვარადუობს, რომ უახლოეს პერიოდში ბიტკოინი და სხვა კრიპტოვალუტის კურსები გაიზრდება. ამის შესახებ მან CNN-თან ინტერვიუში განაცხადა.

მაიკ ნოვოგრაცის თქმით, ბირჟები და მსხვილი კომპანიები კრიპტოვალუტებს უკვე სერიოზულად აღიქვამენ: "სტარბაქსი და მაიკროსოფტი თქვენ უკვე გაძლევთ ბიტკოინის გამოყენების უფლებას. როგორც ჩანს ბევრი ადამიანისთვის (კრიპტოვალუტა) კომფორტული და მოსახერხებელია", - აცხადებს ნოვოგრაცი და დასძენს, რომ ამის გამო, სავარაუდოდ, კრიპტოვალუტის მომხმარებელთა რაოდენობა გაიზრდება.

Starbucks-მა გადახდის ფორმად კრიპტოვალუტა 2018 წლის აგვისტოში დაუშვა. 

2017 წლის დეკემბერში, ბიტკოინის კურსი 20 ათას დოლარს აღწევდა. ამის შემდეგ კრიპტოვალუტამ გაიაფება დაიწყო. 27 სექტემბრის მონაცემებით 1 ბიტკოინი 17 013 ლარი (6 506 დოლარი) ღირს. 

მომწოდებელი: www.imedinews.ge

დატოვე კომენტარი