საფინანსო სექტორი სებ-ს სესხის გაცემისას ე.წ. სქორინგის სისტემის შენარჩუნებას სთხოვს

image

ეროვნული ბანკის პრეზიდენტ კობა გვენეტაძესა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა კონკრეტული შედეგით დასრულდა - შეხვედრის მთავარი თემა ბანკის ის ნორმატიული აქტი იყო, რომელიც საფინანსო სექტორს დაკრედიტების ახალ რეგულაციებს უწესებდა. რეგულაციების ნაწილს მკვეთრად ეწინააღმდეგება კერძო სექტორი და მას „შოკურსაც“ უწოდებს. 

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრისტალის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე არჩილ ბაკურაძე ამბობს, რომ ახალი წესები ბიზნეს დაკრედიტებაზე აღარ გავრცელდება, თუმცა ღიად რჩება საკითხი საცალო დაკრედიტების კუთხით გასატარებელ ცვლილებებზე. 

ერთ-ერთი მსგავსი ცვლილება საფინანსო სექტორში სესხის გაცემისას ე.წ. სქორინგის სისტმის გამოყენებას ეხება. ბაკურაძე ამბობს, რომ სებ-ს აღნიშნული სისტემის გაუქმება სურს, რაც მომხმარებელზეც და სექტორზეც ნეგატიურად აისახება. 

„სქორინგი არის ავტომატური გადაწყვეტლების მიღების თანამედროვე მეთოდი, რომელიც ეფუძნება ალგორითმებს და არის ძალიან ეფექტური. თუ კარგად ხდება სქორინგის სისტემის დაპროგრამება, ის ამარტივებს სესხის აღების პროცესს და ხარისხიანად ფილტრავს კლიენტებს, რისი მტკიცებულებაც გვაქვს. ამაზე უარის თქმით გართულდება სესხის მიღება, გაიწელება დროში და გაძვრდება სესხი როგორც ჩვენთვის, ასევე მომხმარებლისთვისაც. ამიტომ ამ თემაზე მუშაობა გრძელდება, ეროვნული ბანკი უარყოფითად უდგება ამ თემას და ძირითადად ამას აბრალებს ბაზარზე შექმნილ მდგომარეობას და ჭარბვალიანობას. არიან კომპანიები რომლებიც აგრესიულად და არასწორად იყენებენ ამ სისტემას, ჩვენ ვთავაზობთ მათ სქორინგის გონივრულად გამოყენებას. 

ამჯერად ეს აგრესიული მოდელი აღარ მუშაობს, ონლაინ სესხების კომპანიები გაქრნენ ბაზრიდან და ეს საფრთხე ბაზარზე დიდი დოზით აღარაა. ძვირიანი პროდუქტების გაყიდვის საფრთხე არაა“, - ამბობს ბაკურაძე.

მომწოდებელი: www.bm.ge

დატოვე კომენტარი