სებ-ი ახალ რეეგულაციებზე საფინანსო სექტორთან მუშაობას გააგრძელებს

image

ეროვნულ ბანკსა და მიკროსაფინანსო ასოციაციებს შორის გამართული შეხვედრის შესახებ კომენტარს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე აკეთებს. მისი განცხადებით, რეგულაციები გარკვეული დროის შემდეგ ამოქმედდება, ამ პერიოდში კი დამატებითი შეხვედრები იგეგმება ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით. 

„გუშინ გაიმართა სამუშაო შეხვედრა მიკროსაფინანსოების ასოციასთან. მოგეხსენებათ, რომ გარკვეული დრო გვაქვს სანამ ეს რეგულაციები ამოქმედდება. ამიტომ, რამდენიმე საკითხი განვიხილეთ. ტექნიკურ დონეზე დამატებითი შეხვედრები იქნება საჭირო. ზოგ შემთხვევაში სამუშაო ვერსიაში არის ინტერპრეტირების საკითხი, საჭიროა რომ უფრო ნათლად დაიწეროს ეს საკითხები. ვფიქრობ, შევძლებთ შევჯერდეთ იმ ძირითად პრინციპებზე, რომელიც ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ამ დებულებაში იყოს ჩაწერილი,“ - აცხადებს კობა გვენეტაძე. 

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ბიზნეს სესხების შესახებ საუბრისას ამბობს, რომ ბიზნეს სესხებზე სიახლე არ გავრცელდება. 

„თუ მიზნობრიობა იქნება ბიზნესის დაფინანსება და არა ჩვეულებრივი სამომხმარებლო სესხი, ამ შემთხვევაში, არ დაექვემდებარება ამ დებულების მოთხოვნებს. როდესაც შევიდა ეს ცვლილება, მას ჰქონდა თავისი დასაბუთება აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან და ვფიქრობ, რომ ეს საკითხი მათთან ერთად უნდა იყოს განხილული,“ - ამბობს კობა გვენეტაძე.

მომწოდებელი: www.bm.ge

დატოვე კომენტარი