იანვრიდან საქართველოში 189 სავალუტო ჯიხური დაიხურა

image

2018 წლის იანვარიდან საქართველოში ვალუტის გადამცვლელი 189 ჯიხური დაიხურა. ეროვნული ბანკის მონცემებით, გაუქმებული პუნქტებიდან 112 მფლობელების განცხადების საფუძველზე დაიხურა, ხოლო 77-ს ეროვნული ბანკის მოთხოვნების დარღვევისათვის გაუუქმდა რეგისტრაცია. ინფორმაციას "კომერსანტი" ავრცელებს.

მიზეზები, რის გამოც ეროვნული ბანკი ვალუტის ჯიხურებს რეგისტრაციას უუქმებს, ძირითადად, დაკავშირებულია ვიდეომონიტორინგის სისტემების გაუმართაობასთან, მომხმარებლისათვის ინფორმაციის არასათანადოდ მიწოდებასთან, იდენტიფიკაცია-ვერიფიკაციის პროცესების არაჯეროვნად განხორციელებასთან, შიდა კონტროლის სისტემის არარსებობასა და სხვა. ასევე დარღვევები ფიქსირდება, როდესაც მომხმარებელს ვალუტის გაცვლილსას ტრანზაქციის საკომისიო გადასახადით დაბეგვრის ნ/და გარიგების საყურადღებო კურსით განხორციელების შესახებ ინფორმაციას არ აწვდიან.

ეროვნულმა ბანკმა ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების ახალი წესი თებერვალში დაამტკიცა და 1-ლი მარტიდან ამოქმედდა.წესის დარღვევის შემთხვევაში სავალუტო ჯიხურები დაჯარიმდებიან. 

მომწოდებელი: www.imedinews.ge

დატოვე კომენტარი