ფიზიკურ პირებზე სესხების გაცემის ახალი რეგულაციები 1 ნოემბრიდან ამოქმედდება

image

ფიზიკურ პირებზე სესხების გაცემის ახალი რეგულაციები 2018 წლის 1 ნოემბრიდან ამოქმედდება. საუბარია ახალ მოთხოვნებზე, რომლებიც კომერციულ ბანკებს უწესდებათ. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.

როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ განაცხადა, ფინანსურმა ინსტიტუტებმა სესხები კლიენტის გადახდისუნარიანონის შესწავლის საფუძველზე უნდა გასცენ. 

"გარდა ამისა, სესხის მომსახურებისა და უზრუნველყოფის კოეფიციენტები არ უნდა აჭარბებდეს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ მაქსიმალურ ნორმებს. აღნიშნული ნორმები განსხვავებული იქნება ადგილობრივი და უცხოური ვალუტის სესხებისთვის, რისი მიზანიც, თავის მხრივ, ფინანსური სისტემის მაღალი დოლარიზაციით გამოწვეული სისტემური რისკების შემცირებაა”, – აღნიშნა გვენეტაძემ.

სესხის გამცემი სხვა სუბიექტებისთვის რეგულაციები 2019 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება. 

საქართველოს ეროვნული ბანკმა „სესხის გამცემი სუბიექტების საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმებისა და რეგულირების წესის" პროექტი 22 სექტემბერს გამოაქვეყნა. სესხის გამცემი სუბიექტების რეგულირების მიზანია ფინანსური სტაბილურობისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის უზრუნველყოფა. მარეგულირებელმა აქტმა ხელი უნდა შეუწყოს მომხმარებლისათვის შეთავაზებული მომსახურების ხელმისაწვდომობასა და უსაფრთხოებას.

მომწოდებელი: www.imedinews.ge

დატოვე კომენტარი