გიორგი ქობულია: ევროკავშირის პროგრამებიდან მაქსიმალური შედეგი უნდა მივიღოთ

image

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისმინისტრი გიორგი ქობულია საქართველოშიევროკავშირის ელჩს, კარლ ჰარცელს შეხვდა, რომელიც აღნიშნულ თანამდებობაზე 2018 წლის სექტემბერში დაინიშნა.

შეხვედრაზე მინისტრმა მადლობა გადაუხადაევროკავშირს საქართველოს ევროსტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესშიმხარდაჭერისთვის, აგრეთვე ევროკავშირისურყევი პოზიციის გამო საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის მიმართულებით.

შეხვედრაზე აღინიშნა  ის პროგრესი საქართველოსა და ევროკავშირის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებში, რომელიც არსებობს ღრმა და ყოვლის მომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების (DCFTA) ამოქმედების შემდეგ.

ითქვა, რომ ევროკავშირის ბაზართან დაახლოების მიზნით გატარებული რეფორმების წყალობით, ბოლო პერიოდში ზრდადი დინამიკა აქვს საქართველოს ექსპორტსევროკავშირში. აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობა მომავალშიც განაგრძობს ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებულ რეფორმებს, მათ შორის განაგრძობს DCFTA-ის ფარგლებშიაღებული ვალდებულებების შესაბამისად ეკონომიკის სხვადასხვა სფეროში რეფორმების განხორციელებას. ინფორმაციისთვის: 2018 წლის იანვარ-აგვისტოს პერიოდში საქართველო სექსპორტმა ევროკავშირში 12 პროცენტამდე მოიმატა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

მომწოდებელი: news.ge

დატოვე კომენტარი