იანვარ-აგვისტოში ექსპორტი 27,1პროცენტი-ით გაიზარდა, ხოლო იმპორტი – 21პროცენტი-ით

image

„საქსტატის ინფორმაციით, 2018 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 8 100.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 22.6 პროცენტით მეტია. აქედან, ექსპორტი 2 146.4 მლნ. აშშ დოლარი იყო (27.1 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 5 954.3 მლნ. აშშ დოლარი (21.0 პროცენტით მეტი).

უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2018 წლის იანვარ-აგვისტოში 3 807.9 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 47.0 პროცენტი შეადგინა.

width=763

მომწოდებელი: news.ge

დატოვე კომენტარი