თბილისში სამშენებლო მასალის გადატანაზე კანონი გამკაცრდება

image

თბილისის მერია სამშენებლო მასალების ტრანსპორტირების დროს, ასევე სამშენებლო მოედნებზე დამტვერიანებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტს ამზადებს. ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მერის მოადგილემ მაია ბითაძემ თქვა. ინფორმაციას სააგენტო "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.

მაია ბითაძის თქმით, ცვლილებათა პაკეტი პარლამენტს უახლოეს პერიოდში წარედგინება.

„თბილისში ჰაერის დაბინძურების ერთ-ერთი განმაპირობებელი არის მტვრის ნაწილაკები, როგორც მსხვილი ფრაქცია, ასევე წვრილი ფრაქცია, რისი გამომწვევი მიზეზიც ორია - მწვანე საფარის ნაკლებობა თბილისში, რა კუთხითაც ძალიან მასშტაბურ ღონისძიებებს ვახორციელებთ და მეორე ეს არის სამშენებლო მტვერი, რომელიც სამშენებლო მასალის რეალიზაციის, განთავსების, ასევე სამშენებლო მოედნებზე წარმოიშობა“, - განაცხადა ბითაძემ.

"ეკოხედვა/Eco Vision'-მა წარადგინა კვლევის შედეგები, რომელშიც თბილისში ჰაერის დამაბინძურებელ მთავარ ფაქტორად მტვრის ნაწილაკები დასახელდა. 

მომწოდებელი: www.imedinews.ge

დატოვე კომენტარი