ფინანსთა მინისტრი ახალი საბაჟო კოდექსის პროექტის პრეზენტაციას გამართავს

image

 ფინანსთა მინისტრი ახალი საბაჟო კოდექსის პროექტის პრეზენტაციას გამართავს. ივანე მაჭავარიანი ფოთის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში იმპორტიორებს და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს ახალი საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულ სიახლეებს გააცნობს. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, დოკუმენტი სრულად პასუხობს ევროკავშირის სტანდარტებს, რაც მნიშვნელოვანი სტიმული გახდება ინვესტიციების მოსაზიდად და ხელს შეუწყობს ქართული ბიზნესის ინტეგრაციას ევროკავშირის ბაზარზე. მათივე ცნობით, საბაჟო კოდექსის ამოქმედების შემდეგ, საქართველო იქნება პირველი ქვეყანა რეგიონში, რომელიც თანამედროვე საბაჟო ინფრასტრუქტურასთან ერთად, ახალი საბაჟო კანონმდებლობითაც სრულად უპასუხებს ევროსტანდარტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საერთაშორისო ვაჭრობის განვითარებაში.

მომწოდებელი: news.ge

დატოვე კომენტარი