საქართველოს ბანკებში ვადაგადაცილებული სესხები შემცირდა

image

ივლისში კომერციულ ბანკებში ვადაგადაცილებული სესხები 1.6 მლნ ლარით შემცირდა და 382.1 მლნ ლარს გაუტოლდა. ასეთი სესხების წილი კომერციული ბანკების მთლიან საკრედიტო პორტფელში 1.6პროცენტი-ს შეადგენს და ბოლო ორი თვეა ეს მაჩვენებელი უცვლელია. ინფორმაციას „კომერსანტი“ ავრცელებს. 

ვადაგადაცილებული სესხების 50.7 პროცენტი ეროვნული ვალუტით არის დენომინირებული.

ვადაგადაცილებულმა სესხებმა ბანკებში კლება წლის დასაწყისიდან დაიწყო. გასული წლის ბოლომდე ასეთი სესხების მაჩვენებელი მუდმივად მზარდი იყო და დეკემბერში მისი წილი მთლიან სესხებში 1,8პროცენტი-ს შეადგენდა.

ივნისის თვეში კლება 26 მილიონი ლარი იყო. ხოლო ვადაგადაცილებული სესხების 48პროცენტი ლარში იყო დენომინირებული.

მომწოდებელი: www.imedinews.ge

დატოვე კომენტარი